9 ნოემბრის დღის ბოლომდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო დღის ბოლოდან 10 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველიში ყველგან გაწვიმდება, ზოგან ძლიერად, მაღალმთაში შესაძლოა თოვლჭყაპიც აღინიშნოს. აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ქ. თბილისში უმეტესად უნალექოდ. 10 ნოემბერს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი იქნება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 9 ნოემბრის დღის ბოლომდე თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერი + 27 გრადუსამდე გათბება, ხოლო დღის ბოლოდან 10 ნოემბრის შუადღემდე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექიც და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით + 18, +20 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ზესტაფონი) 9 ნოემბრის დღის ბილომდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო დღის ბოლოდან 10 ნოემბრის დილამდე მოსალიდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 9 ნოემბრის საღამომდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ღამის საათებში გაწვიმდება, ზოგან ძლიერად. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 9 ნოემბრის საღამომდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ღამით თოვლჭყაპია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 9 ნოემბრის საღამომდე შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ღამით ზოგან იწვიმებს და ქარიც გაძლიერდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): 9 ნოემბრის საღამომდე შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ღამით ზოგან იწვიმებს და გაძლიერდება ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 9 ნოემბრის საღამომდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ღამის საათებში ზოგან გაწვიმდება და ქარიც გაძლიერდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი) 9 ნოემბრის დღის ბოლომდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ღამით ზოგან შესაძლოა მოთოვოს და ქარიც გაძლიერდეს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, მიმდინარე წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.
კანონის ამოქმედებიდან 2 თვეში, 4 სექტემბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 1 839 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა.
ყველაზე მეტი - 803 დარღვევა თბილისში დაფიქსირდა, 407 - ქუთაისში, 358 - ბათუმში, 271 კი, ქალაქ რუსთავში.
1 839 საჯარიმო ქვითრიდან 1 544 ქვითარი ფიზიკური პირის სახელზე ფიქსირდება; 295 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ 1 009 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების, ხოლო 830 - სატვირთო და მიკროავტობუსის ტიპის ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.