იმერეთში დიდთოვლობაა.იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გზების გაწმენდით სამუშაოებში 109 ერთეული ტექნიკაა ჩართული. იყრება ტექნიკური მარილი. ინტენსიური თოვის გამო მუნიციპალიტეტების უმეტეს ნაწილში სკოლებში და ბაღებში სწავლის პროცესი შეჩერებულია.
დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია 42 სოფლის გზა.
ელექტრო ენერგია არ მიეწოდება 28 870 აბონენტს.