ბაღდათის მუნიციპალიტეტში დიდთოვლიანობაა.
მეორე დღეა, როგოროც ქალაქში ასევე სოფლებში გადაუღებლად თოვს.ბაღდათში თოვლის საფარი 80 სანტიმეტრს აღწევს,სოფლებში კი ერთ მეტრს გადააჭარბა.
გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის არც ერთი სოფელი ჩაკეტილი არაა.
ინტენსიური თოვის გამო, გზის გარკვეულ მონაკვეთებში გადაადგილება შეზღუდულია.
რამდენიმე დღით შეჩერებულია სასწავლო სააღმზრდელო პროცესი სკოლებსა და საბავშვო ბაღებში.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
მერი კახა ენუქიძე, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად პირადად ეცნობა გზების გაწმენდით სამუშაოებს.
ასევე კონტროლდება სტრატეგიულ ობიექტებამდე მისასვლელი გზები.
ამ დროის მონაცემებით ელექტრო ენერგია შეფერხებით მიეწოდება რამდენიმე სოფელს.1200 აბონენტი უშუქოდაა დარჩენილი.