ბაღდათის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან აქტიურად მიმდინარეობს.
იწმინდება ქალაქის ქუჩები და ტროტუარები. იყრება ტექნიკური მარილი.თოვლისგან თავისუფლდება მცენარეები.
სამუშაოები მიმდინარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან , მერის მოადგილეებთან დავით სილაგაძესთან და მერაბ ზირაქაძესთან ერთად, გზის გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე პირადად ეცნობა.
ელექტრო ენერგია მოსახლეობას უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.
ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება როგორც ქუთაისის, ასევე კურორტ საირმესა და სოფლების მიმართულებით.