13 აგვისტოს დილიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და 16 აგვისტომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს.
ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) ხვალ დილიდან გამოიდარებს და 16 აგვისტომდე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 16 აგვისტომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 16 აგვისტომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ს დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 16 აგვისტომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, რიკოთის ისტორიული გვირაბის პარალელურად, ახალი 1800 მ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა.
ახალი 1800 მ-იანი გვირაბი რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებულ და მშენებარე გვირაბებს შორის ყველაზე გრძელია.
ახალი გვირაბი სრულად აღიჭურვა საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელი მექანიკური და ელექტრო სისტემებით - მათ შორის, სავინტილაციო და შეტყობინებების სისტემებით. ამასთან, მიმდინარეობს ამ სისტემების მართვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობაც.
დღეიდან ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ახალი გვირაბით, ძველ გვირაბში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ძველ გვირაბში განახლდება გზის საფარი, გამოიცვლება სანათები, დამონტაჟდება საგზაო უსაფრთხოების აუცილებელი სისტემები.
რიკოთის მონაკვეთის ყველაზე გრძელი ორი პარალელური გვირაბი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ერთმანეთს დაუკავშირდება სამი, მათ შორის, ერთი სამანქანო საევკუაციო გასასვლელით.
ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს რიკოთის ახალი ჩქაროსნული გზის 36 კმ-ით, რომელიც მოიცავს 77 ხიდსა და 43 გვირაბს. ინტენსიური სამუშაოები გრძელდება დარჩენილ მონაკვეთებზე.
რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში 52 კმ სიგრძის 4 ზოლიანი, ჩქაროსნული გზა 51 გვირაბი და 97 ხიდი შენდება. რიკოთის ჩქაროსნული გზის 51 გვირაბიდან 50 და 97 ხიდიდან 89 ხიდი უკვე აშენებულია.
ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, მათ შორის, განათების სისტემას. რიკოთის უღელტეხილის დარჩენილი მონაკვეთების მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა.