უკრაინაში ომის დაწყებიდან 3 წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით, დღეს ქუთაისში აქცია გაიმართება. შეკრებილები კიდევ ერთხელ, პატივს მიაგებენ აგრესორის წინააღმდეგ მებრძოლ და დაღუპულ გმირებს და რუსეთის ანექსიას დაგმობენ. სოლიდარობის აქცია მერიის წი, 19:00საათზეა დაგეგმილი.
,,3 წელი გავიდა პუტინის შეჭრიდან უკრაინაში.
შევიკრიბოთ მერიასთან, პატივი მივაგოთ გმირებს.
გავიხსენოთ თუ როგორ აჩვენა 2022 წელს ქუთაისმა ღირსეული ქალაქის სტანდარტი. ხალხმა ქვეყანას საერთაშორისო არენაზე პრესტიჟი და პოზიცია შეუნარჩუნა როდესაც რეჟიმმა უარყო როგორც ერის ისტორიული არჩევანი ისე საკუთარი ხალხის გამოძახილი. ,,-წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.