1 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, 2-3 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ელჭექი.
ქ. თბილისში 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ნოემბერს კი დღის ბოლოს შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +22+24 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 1-2 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 3 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს +25+27 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3 ნოემბერს დღისით +21+23 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 1-2 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 3 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს +26+28 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3 ნოემბერს დღისით +21+23 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 1-2 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 3 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს +25+27 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3 ნოემბერს დღისით +19+21 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 1 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 2-3 ნოემბერს მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 1 ნოემბერს +22+24 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2-3 ნოემბერს დღისით +14+16 გრადუსი.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ნოემბერს დღის ბოლოს მოსალოდნელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +22+24 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ნოემბერს დღის ბოლოს კი შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +22+24 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ნოემბერს დღის ბოლოს კი მოსალოდნელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17+19 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ნოემბერს კი მოსალოდნელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით გუდაურში და ომალოში +9 +11 , ხოლო წალკაში, ბაკურიანში და ახალქალაქში +14+16 გრადუსი დაფიქსირდება.
მიმდინარე წლის ოქტომბერში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, რძესა და რძის პროდუქტებში რძის ცხიმის სისუფთავის განსაზღვრის მიზნით, 20 ნიმუში აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.
კვლევის შედეგად, 4 ნიმუშში რძის ცხიმის გარდა გამოვლინდა მცენარეული ცხიმები:
▪ შპს „ბა. გი“, ს/კ 425365954, მის: ბოლნისი, სოფ. რატევანი - ყველი სულგუნი (დამზადების თარიღი 10.10.2023 წ. ვარგისიანობის ვადა - 10.11.2023 წ.), რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის, მცენარეულ ცხიმებს (9%);
▪ შპს „სუელი“, ს/კ 428896322, მის: ბოლნისი, სოფ. რატევანი - ყველი სულგუნი (დამზადების თარიღი 10.10.2023 წ. ვარგისიანობის ვადა - 14 დღე), რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის, მცენარეულ ცხიმებს (12%);
▪ ი/მ - მის: წალკა, სოფ. საყდრიონი - ყველი იმერული (დამზადების თარიღი 11.10.2023 წ. ვარგისიანობის ვადა - 15 დღე), რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის, მცენარეულ ცხიმებს (16%);
▪ ი/მ - მის: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სოფ. ორლოვკა - ყველი იმერული „მელანია“ (დამზადების თარიღი 03.10.2023 წ. ვარგისიანობის ვადა - 03.11.2023 წ.), რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის, მცენარეულ ცხიმებს (20%).
გამოვლენილი დარღვევის შესახებ ეცნობათ ბიზნესოპერატორებს და დაევალათ, არ დაუშვან აღნიშნული სურსათის ბაზარზე განთავსება და სრულად ამოიღონ განთავსებული, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
მიმდინარე წელს, „რძის ცხიმის სისუფთავის განსაზღვრის“ მიზნით, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია 250 ნიმუშის კვლევა. ამ ეტაპზე აღებულია 216 ნიმუში.
„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად, „ყველის“ დასახელებით განთავსებული ნაწარმი მცენარეულ ცხიმს არ უნდა შეიცავდეს.