იმერეთში თოვლის საფარისგან გზები გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტებში სპეციალური ტექნიკით იწმინდება, როგორც ადმინისტრაციული, ასევე სოფლის გზები. შესაბამისი სამუშაოები საჭიროებებიდან გამომდინარე გვიან ღამით დაიწყო და ისევ გრძელდება.
რეგიონში ამ დროისთვის 50-მდე ერთეული ტექნიკა მუშაობს.
თოვლის საფარის დონე ქვედა ზონაში 10-40 სანტიმეტრამდეა, ხოლო მაღალმთიან სოფლებში 70-80 სანტიმეტრს აღწევს.