ხვალ, 23 დეკემბერს, 19:00 საათზე, თერჯოლაში, მუნიციპალიტეტის მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე,საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროს და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, საახალწლო კონცერტი გაიმართება.
საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, თაკო გაჩეჩილაძე, კახა კუხიანიძე, თემურ თათარაშვილი, მაია ჯაბუა, ჯორჯიან სიქს და გუფილენდი. წამყვანი თამუნა გომართელი.
საახალწლო ღონისძიებები ასევე მოიცავს საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა , მუსიკალურ ნომრებს. ზეიმის პატარა სტუმრებს თოვლის ბაბუა დაასაჩუქრებს, მოეწყობა ფოიერვერკი.
ფოტო არქივიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა, რეალიზაციისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული ჯ.დ. დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით დგინდება, რომ ჯ.დ. ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონის“ რეალიზაციას ახდენდა.
პოლიციამ ჯ.დ.-ს მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო, ასევე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია საბრძოლო ვაზნები.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.