ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების განვითარების შემდეგ, ევაკუირებული 45 ოჯახი.დანგრეულია სახლები, მეწყერმა 58 ჰექტარი მოიცვა.
,,მედიებს გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ მეწყერს კურსებში. გუშინ რაც გამოცხადდა დილიდან, დანგრეული 5 სახლია. სინამდვილეში, ეგ 5 სახლი მაშინვე გაქრა, აღარ არსებობს. დანარჩენი სახლები გუშინ განაგრძობდა ნგრევას მთელი დღე (მაგ ხმამ არ დამაძინა, ისე ჩამყვა ფიქრში).
ძალიან ყოჩაღად დაორგანიზდა ხალხის გამოყვანა სოფლიდან. იმან გადაგვარჩინა, რომ მეწყერი უცებ არ მოწყდა და ნელ-ნელა წამოვიდა, შესაბამისად მსხვერპლი არ ყოფილა. სასტუმროებშია დანაწილებული 45 ოჯახი. ჯერჯერობით, გულწრფელად, ყურადღებას გვაქცევენ.
მიწა არ ჩერდება, მოდის და მოდის და მოაქვს ეზოები. სამანქანო გზის ნაწილი აყრილია, ჯოჯოხეთი ხდება.
ძალიან დიდ უბანზეა საუბარი და მთავარი იწყება აწი: ამ ხალხმა სად უნდა იცხოვროს, როდემდე იქნებიან სასტუმროებში და ზარალის ანაზღაურება მოხდება თუ არა.
პ.ს. ასაკოვანი ადამიანები და მცირეწლოვანი ბავშვები არიან ბევრნი. ,,-წერს მარიამ ბეროძე.
