ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით და მხარდაჭერით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სპორტული, შემეცნებითი, სახელოვნებო და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა.
ღონისძიებები ქალაქ ბაღდათის ახალგაზრდობის სკვერში მთელი დღის განმავლობაშიმი მდინარეობდა.
ბაღდათის ახალგაზრდულმა თეატრმა „ირიდა“-მ კონცერტი გამართა.
მუნიციპალიტეტში არსებულმა სახელოვნებო- საგანმანათლებლო ააიპებმა შემოქმედებითი კუთხეები და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.
მთელი დღის განმავლობაში პატარებისთვის მოწყობილი იყო გასართობი სივრცეები- ატრაქციონი, ბატუტი, სახის მოხატვა,სპორტული კუთხე.
ბავშვებმა თავადაც მიიღეს მონაწილეობა ასფალტზე ხატვაში.
პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ,მერის მოადგილეებმა, საკრებულოს დეპუტატებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
გამოვლინდნენ ნორჩ მოჭადრაკეთა ტურნირის გამარჯვებულები. შეჯიბრი სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრის დარბაზში გაიმართა.
გამარჯვებული მოჭადრაკეები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ქალაქ ბაღდათში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის მიმდინარეობის პროცესს კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე, მოადგილეებთან და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერ კახა ენუქიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების მიმართულებით გათვალისწინებულია: ბაღდათის და საირმის სათავე ნაგებობებისა და არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია, წყალმომარაგების 36,6 კმ ქსელის მშენებლობა. აშენდება ბუსტერული ტიპის სატუმბი სადგური და მოეწყობა ახალი SCADA სისტემა.
პროექტი ასევე ითვალისწინებს წყალარინების 46,5 კმ ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაციას. აშენდება 1 დიდი და 7 პატარა სატუმბი სადგური. სანიაღვრე სისტემის ნაწილში კი 19 კმ სანიაღვრე ქსელი მოეწყობა.
დამატებით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ბაღდათში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას გეგმავს. გარდა ამისა, მიმდინარეობს წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.
წყალმომარაგების სამუშაოების შედეგად, ბაღდათის მოსახლეობა, 2025 წლის ბოლოდან 24 საათიანი წყალმომარაგებით, ხოლო წყალარინების ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით 2026 წლის ბოლოდან ისარგებლებს.
აღნიშნული ხელშეკრულების ღირებულება 75 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.