გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 და 4 ოქტომბერს კოლხეთის დაბლობზსა და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლებელია დროგამოშვებით 25 - 28 მ/წმ-ს მიაღწიოს (საფრთხის დონე საშუალო).
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 და 4 ოქტომბერს კოლხეთის დაბლობზსა და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლებელია დროგამოშვებით 25 - 28 მ/წმ-ს მიაღწიოს (საფრთხის დონე საშუალო).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს სხვა შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, გასული თვის მანძილზე, საქართველოდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.
სექტემბრის თვეში, კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: რუსეთის, ინდოეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, თურქეთის, ირანის, ნიგერიის, კამერუნის, სუდანის, ბანგლადეშის, იორდანიის, მიანმარის, ნეპალის, სირიის, აზერბაიჯანისა და ეთიოპიის ჯამში 107 მოქალაქე.
აღსანიშნავია, რომ დღეიდან ძალაში შედის ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რაც მიზნად ისახავს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მექანიზმებისა და ქვეყნის ტერიტორიაზე მიგრაციული კონტროლის გაძლიერებას.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი
კალანდარიშვილი რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო
შეხვედრებს აგრძელებს და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის
სამზადისს პირადად ეცნობა.
მორიგი სამუშაო შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს პრეს-სპიკერთან,
ნათია იოსელიანთან ერთად მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში გამართა.
ისინი დეტალურად გაეცნენ 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა
არჩევნებისთვის კომისიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე
საქმიანობებსა და აქტივობებს.
სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდგომ გიორგი კალანდარიშვილმა, ნათია
იოსელიანთან და მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის
წარმომადგენლებთან ერთად, მარნეულში არსებული დროებითი სასაწყობე
სივრცე დაათვალიერა.
აღნიშნულ სივრცეში განთავსებულია 4 ოქტომბრის არჩევნების
ადმინისტრირებისთვის საჭირო საარჩევნო დოკუმენტაცია და ელექტრონული
ტექნოლოგიები, რომლებიც კენჭისყრის დღემდე კანონით დადგენილ ვადებში
გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიებს.
ქუთაისში მედიის მხარდასაჭერად სინათლის მარში -,,სინათლე არ უნდა ჩაქრეს,, იმართება .
მონაწილეები ანთებული ფარნებით ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებიან.
უამინდობის მიუხედავად,ჟურნალისტები,სამოქალაქო აქტივისტები და მოსახლეობა მერიის წინ ანთებული ფარნებით შეიკრიბა.
,,სინათლე არ უნდა ჩაქრეს ,, 22 ონლაინმედიის ერთობის კამპანიაა, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა.
2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 1 იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზრდება .
მომავალი წლიდან 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება;
70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება.
გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემელის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელის ზრდა 20 ლარით.
საქართველოში 70 წლამდე პირთა პენსია 350 ლარს შეადგენს, მაღალმთიან დასახლებებში ამავე ასაკობრივი ჯგუფის პენსიონერები 420 ლარს იღებენ. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 450 ლარს შეადგენს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია 540 ლარია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის, იმერეთის პოლიციის, კახეთის პოლიციისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 9 პირი.
ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1969 წელს დაბადებული მ.ლ.; 1997 წელს დაბადებული დ.ღ.; 1997 წელს დაბადებული ჯ.ქ.; 1984 წელს დაბადებული ვ.ბ.; 1961 წელს დაბადებული გ.გ.
ასევე, წარსულში ნასამართლევი 4 პირი - 1995 წელს დაბადებული რ.კ; 1970 წელს დაბადებული პ.ღ.; 1976 წელს დაბადებული ა.ბ. და 1972 წელს დაბადებული ბ.ჯ.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, რევოლვერები და პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები.
ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.
,,ყოველი დღე არის ბრძოლა სიცოცხლისათვის,, ,,მიეცათ ბავშვებს წამალი,,,,ერთი ბავშვის სიცოცხლე უდრის სამყაროს,,-ამ სლოგანებით ქუთაისში, ცენტრალურ…
შაბათი აპრილი 25
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო…
შაბათი აპრილი 25
In საზოგადოებადღეს, 25 აპრილს,16:00 საათზე,ქუთაისში მესხიშვილის თეატრის წინ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი აქცია გაიმართება. …
შაბათი აპრილი 25
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით…
პარასკევი აპრილი 24
In საზოგადოება✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ…
პარასკევი აპრილი 24
In საზოგადოება