შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქეები: 1988 წელს დაბადებული ი.შ. და 2008 წელს დაბადებული ო.ლ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 200 გრამამდე „მეთადონი“ და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
29 მარტს ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართება. მერიის წინ შეკრება 15:00საათზე არის დაგეგმილი.
,,საქართველოში უკვე წელიწადნახევარზე მეტია გრძელდება სამოქალაქო წინააღმდეგობა ანტიდასავლური და ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ.
საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ცივილიზაციური არჩევანი არის ევროპული განვითარება - ქვეყანა, სადაც დაცულია თითოეული მოქალაქის ღირსება, თავისუფლება და უსაფრთხოება.
დღეს ქვეყანას მართავს მცირე ჯგუფი, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ცდილობს საზოგადოება დაყოს, გააუცხოვოს ერთმანეთისგან და დაასუსტოს.
ამიტომ დღეს ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს!
ჩვენ ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი გვაქვს. გვაერთიანებს საერთო წუხილი, საერთო მიზნები და საერთო მომავლის რწმენა.
დაწყებულია ფართო სამოქალაქო თანხმობის პროცესი, რომლის მიზანია არაძალადობრივი წინააღმდეგობის გაძლიერება და ქვეყნის დემოკრატიული მომავლის უზრუნველყოფა.
ამჯერად ამ ერთობის დემონსტრირება ქუთაისში უნდა მოხდეს. ქუთაისი არის საქართველოს ერთ-ერთი უძველესი პოლიტიკური და კულტურული ცენტრი. ეს არის ქალაქი, რომელიც ისტორიულად უკავშირდება ქვეყნის გაერთიანებასა და ერთობას.
ამიტომაც სწორედ ქუთაისი უნდა გახდეს ადგილი, სადაც მოქალაქეები კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ საქართველოს მომავალი საზოგადოების ერთიანობაზე, სოლიდარობასა და საერთო პასუხისმგებლობაზე დგას.
29 მარტს ქუთაისში ჩამოვლენ მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, რადგან ეს ბრძოლა ყველას გვეხება.
29 მარტს შევიკრიბოთ ქუთაისში ჩვენი სახელმწიფოს დევიზის გარშემო: „ძალა ერთობაშია“!,,-აქციის ორგანიზატორები.