უხვი ნალექის შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაიტბორა გზები, სახლები ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები.

საგანგებო რეჟიმში მუშაობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურები, ააიპ ბაღდათის კეთილმოწყობის დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისები გაერთიანების თანამშრომლები.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილეები საკრებულოს თავმჯდომარე, ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები უხვი ნალექის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეოაბს ეცნობიან და შესაბამის დახმარებას უწევენ. ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია შეისწავლის.
ბაღდათის მერიაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს დახმარებისთვის შეუძლიათ დარეკონ მითითებულ ნომერზე: +995 591 909 005

ბაღდათის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია .
დატბორილია გზები, სახნავ-სათესი მიწები,წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების ეზოებსა და პირველ სართულებში.
,,19:41 წუთის მდგომარეობით ეს სიტუაციაა ზესტაფონის მუნიციპიტეტის სოფელ პირველ სვირში.. დატბორილია მდინარე შაველას მიმდებარედ საყანე ფართობები და ვენახები. მეორე სვირთან დამაკავშირებელ გზაზე მოდის საკმაოდ დიდი წყალი და გზა ფაქტობრივად გაუვალია. ხიდამდე მისასვლელი გზაც დაფარულია წყლით.. ამ წუთში, შეუძლებელია რომ ადამიანური რესურსით რამე გაიწმინდოს..,,-წერს სოციალურ ქსელში თამთა კაკაურიძე .
,,არ ეყოფა ამას ბაღდათის ძალები და დაგვეხმარეთ ხალხო ქვეყნის მასშტაბით ჩართულობაა საჭიროოო ჩქარა.ხალხმა სანამ ჩვენი ხელებით ნაკოწოწებიც დავკარეთ . ახლა არ დაიწყოთ აქ ბუნებრივი კატასტროფებზე ზღაპრებზე საუბარი.დაგვეხმარეთ სასწრაფოდ,ყველგან უბედურება ხდება,,-წერს სოციალურ ქსელში გიორგი ცაავა.