ბაღდათის მუნიციპალიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირებს "GAME ზონამ" უმასპინძლა, სადაც შშმ პირებისთვის შემეცნებითი ღონისძიებები მოეწყო.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ კიკნაველიძე და მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მარეხ მშვენიერაძე დაესწრნენ.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მერიის მხარდაჭერით ყოველ წელს აღინიშნება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 794 ფაქტი გამოავლინეს.
556 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 111 - ბათუმში, 86 - ქუთაისში, 41 კი - ქალაქ რუსთავში.
794 ფაქტიდან 706 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 88 შემთხვევაში კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
აღსანიშნავია, რომ 401 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 359 - მიკროავტობუსების, 26 სატვირთო ავტომობილების, 1 ავტობუსის, 1 კი ექსკავატორის მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი.
რაც შეეხება წლის სტატისტიკას, 2025 წლის 11 თვეში გამოვლენილია 5291 სამართალდარღვევა.