შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მამაკაცი, ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქუთაისში, გვიან ღამით, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ავტომანქანის გაქურდვა სცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირის დადგენა-დაკავების მიზნით.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჭიათურაში უმოქმედო ისტორიული მაღაროს ტერიტორიაზე მრავალფუნქციური მუზეუმის პროექტის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა ქალაქ ჭიათურაში, წერეთლის სახელობის ისტორიული მაღაროს ტერიტორიაზე, ინოვაციური მულტიფუნქციური მუზეუმ-მაღაროს მშენებლობის პროექტირებისთვის.
პროექტის მიხედვით, ჭიათურაში, 1960-იანი წლებიდან უმოქმედო მაღაროს ნაცვლად უნდა მოეწყოს თანამედროვე სამუზეუმო კომპლექსი, რომელიც რეგიონში ინდუსტრიული ტურიზმის განვითარების ახალი ცენტრი გახდება.
კონცეფციის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არსებული მიწისქვეშა გვირაბების უსაფრთხო ადაპტაციას, სადაც ვიზიტორებისთვის მადნის მოპოვების პროცესის რეალისტური იმიტაცია და ინტერაქტიული სამუზეუმო მარშრუტი მოეწყობა.