ქუთაისის "ტორპედოს" მომდევნო შეხვედრებში შოთა ბაბუნაშვილი უხელმძღვანელებს.ინფორმაცია გუნდის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება. "ტორპედო" მომდევნო მატჩს 7 ნოემბერს,ქობულეთში გამართავს და ადგილობრივ გუნდს დაუპირისპირდება.
შოთა ბაბუნაშვილი საფეხბურთო კლუბს დროებით,სავარაუდოდ წლის ბოლომდე ჩაიბარებს.ის "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელია და სამწვრთნელო შტაბის წევრი.ბაბუნაშვილი ერთხელ უკვე ასრულებდა გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას.