ქუთაისელი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონია.
ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში იმართება.
მსოფლიო თასის 4-გზის გამარჯვებულმა, მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელმა, სანდრო ბაზაძემ, კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატი პირველად მოიგო.
ქართველმა მოფარიკავემ ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი ანგარიშით 15:9 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.