ქუთაისის ,,ტორპედო,, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს დღეს გამართავს.შეხვედრა სტუმრად,კვიპროსის,,ომონიასთან,, შედგება.
გულშემატკივარს თამაშის ყურება პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში , ღია ცის ქვეშ,ასსაფეხურიან კიბეებთან შეეძლება. ორგანიზატორი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაა.
მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
განმეორებით შეხვედრას ,,ტორპედო,, 31 ივლისს, შენგელია არენაზე გამართავს.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უკვე იასპარეზა ,,იბერიამ,, რომელმაც თამაში სტუმრად ესონეთის ,,ლევადიასთან,, მინიმალური ანგარიშით დათმო.