ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ნიჩბოსნობის სპორტული სკოლის სპორტსმენებმა, გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა, აკადემიურ ნიჩბოსნობაში, 2-ადგილიან ნავში, ლიტვის საერთაშორისო ტურნირი მოიგეს და ოქროს მედლებს დაეუფლნენ.
შეჯიბრში მონაწილეობას 9 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი იღებდა.