დღეს ქუთაისის „ტორპედომ“ კვიპროსის "ომონიასთან" უეფას “კონფერენსლიგის” მეორე შესარჩევი ეტაპის საპასუხო შეხვედრა "შენგელია არენაზე" გამართა. გუნდი დიდი ანგარიშით-0:4 დამარცხდა და კონფერენსლიგაზე გამოსვლა დაასრულა.
ევროტურნირზე გამოსვლა დაასრულა ,,დილამ,, და ,,სპაერმა,, . ორივე თამაში დღეს საქართველოში გაიმართა. ,,დილამ,, ორი მატჩის ჯამში 5:4 წააგო, ხოლო,,სპაერმა,, ვენის ,,აუსტრიასთვის, ორ მატჩიან შეხვედრაში ვერც ერთი ბურთის გატანა ვერ მოახერხა და დღევანდელი შეხვედრაში დიდი ანგარიშით-0:5 დამარცხდა .
გუშინ გაიმართა ,,იბერია,,-,,ლევადიას,, განმეორებითი შეხვედრა, სადაც ,,საქართველოს ჩემპიონი ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდა. გუნდი მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ დატოვა.