ხვალ,4 სექტემბერს ქუთაისში, ასსაფეხურიან კიბესთან, საქართველოს კალათბურთის და ფეხბურთის ეროვნული ნაკრებების თამაშების პირდაპირი ტრანსლიაციაა დაგეგმილი.
ღია ცის ქვეშ,დიდ ეკრანზე,ქუთაისელ გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება , თამაშებს უყუროს.
16:00სთ. - ევრობასკეტი, საქართველო VS ბოსნია-ჰერცეგოვინა;
20 :00 სთ. - მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, საქართველო VS თურქეთი.