- სპორტი
- გადასვლები: 356
დღეს ქუთაისში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრა გაიმართება
საქართველოს 21 წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო რაუნდის ბოლო მატჩს დღეს ქუთაისში ითამაშებს.
ახალგაზრდული ნაკრები შენგელია არენაზე უეფას 2025 წლის 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.
მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
დღევანდელი შეხვედრა საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდს აქვს შანსი, ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეს.
ნიდერლანდების 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩვი ეტაპის ბოლო ტურში შვედეთს 3:0 მოუგო.იმ შემთხვევაში , თუ დღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაამარცხებს, ჯგუფში მე-2 ადგილს დაიკავებს და პლეი-ოფში ითამაშებს.