- საზოგადოება
- გადასვლები: 482
უკრაინელი ლტოლვილები ახალ სასწავლო წელს ქალთა ფონდ სოხუმის ვაუჩერით დაიწყებენ
სასექტემბრო საჩუქარი უკვე გადაეცა ქუთაისში მცხოვრებ 73 ოჯახს. მათ შორის, სამ, ოთხ და ხუთსულიან ოჯახებს - 200 ლარიანი, ხოლო უფრო მეტს- 300 ლარიანი თანხის მოცულობით. ქალთა ფონდი „სოხუმი“ ახალი სასწავლო წლის სასაჩუქრე ვაუჩერების დარიგებას აგრძელებს ვანის, წყალტუბოს, ზუგდიდის, ბაღდათის, ხონის, წალენჯიხის, ტყიბულის და ხობის მუნიციპალიტეტებში მაცხოვრებელ უკრაინელებზე, რომლებსაც კარფური - Carrefour-ის ქსელში შეუძლიათ შეიძინონ საჭირო ნივთები.
ქალთა ფონდი „სოხუმი“, ერთ-ერთი ლიდერი ორგანიზაციაა, რომელმაც უკრაინელ ლტოლვილებს პირველივე დღიდან აღმოუჩინა არა მხოლოდ ეკონომიკური სახის თანადგომა და დღემდე, მათზე მეურვეობას სტაბილურად აგრძელებს. უკრაინული ოჯახები ფონდისგან ყოველთვიურად იღებენ საკვებ პროდუქტებს და ჰიგიენურ საშუალებებს, პერიოდულად -კომუნალური გადასახადებით, ბინის ქირით და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფას
ქალთა ფონდ „სოხუმის“ ინიციატივით, პირველად მოხდა პროფესიის მიხედვით მათი დასაქმება და ჩატარდა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ტრენინგები.