ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პროექტი - ,,LEVEL UP“ განხორციელდა.
ოთხდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობები ჩატარდა. ასევე გაიმართა ტრენინგები ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ლიდერობა, გუნდური მუშაობა, ეფექტიანი კომუნიკაცია და სხვა.
ბანაკის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
აღნიშნული პროექტი სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის - „რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ - ერთ-ერთი გამარჯვებულია.
