ბაღდათის მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.
ახალი მმართველი პარმენ სიგუნავა თანამშრომლებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან ერთად წარუდგინა.
მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ა.ა.ი.პ სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრის ახალ მმართველს სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ და წარმატებები უსურვეს ახალ პოზიციაზე.
პარმენ სიგუნავას საჯარო სამსახურში მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს. როგორც მერიაში ასევე სპორტულ სექტორში.
