ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველების მიერ მონიტორინგის შედეგად, სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი.
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველების მიერ მონიტორინგის შედეგად, სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი.
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები მეჩვიდმეტე დღეა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს.
შოვში, სტიქიის ზონაში მიწის მცირედი ფრაგმენტებია დარჩენილი, სადაც საძიებო სამუშაოები გაგრძელდება - მდინარის კალაპოტში კი მძიმე ტექნიკის საშუალებით ხდება ყველა შესაძლო ადგილის მოძიება, - ამის შესახებ რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ძებნის არეალი ამბროლაურამდე არის გაფართოებული.
„ძებნის არეალი, რა თქმა უნდა, გაფართოებულია. ამბროლაურამდე არის ჩასული. დაემატა მძიმე ტექნიკა, რომელიც უკვე კალაპოტშია ჩასული და მძიმე ტექნიკის საშუალებით ხდება ყველა შესაძლო ადგილის მოძიება. იმ ადგილას [სტიქიის ზონაში] მიწის მცირედი ფრაგმენტებია დარჩენილი, სადაც გაგრძელდება საძიებო სამუშაოები. დანარჩენი მთლიანად უკვე მდინარის კალაპოტში გაგრძელდება საძიებო სამუშაოები,“ - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 27 ცხედარი, 6 ადამიანს კი ეძებენ.
სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - მაშველების მიერ კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველების მიერ მონიტორინგის შედეგად კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
„სტიქიის ეპიცენტრში ჩვენ ფაქტობრივად უკვე დასრულებული გვაქვს დამეწყრილი ტერიტორიის გადამოწმება და დილიდან აქტიურად დავიწყეთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა და საძიებო სამუშაოების გაფართოება. 25 კილომეტრში სტიქიის ეპიცენტრიდან, მაშველების მიერ ნანახი იქნა ცხედარი, რომელიც გადასვენებულია პროზექტურაში, გუშინაც აღვნიშნე, რომ სწორედაც მაგას მოიცავს ამხელა მონაკვეთზე პატრულირება და მონიტორინგი. ამ ეტაპზე მდინარის კალაპოტში მაქსიმალური მუშაობა მიდის მძიმე ტექნიკით. ნიადაგმა მოგვცა საშუალება გარკვეულ ლოკაციებზე, დაახლოებით 2 მეტრის სიღრმის ქვემოთ უკვე წყალი შეინიშნება და ვფიქრობთ, რომ სიღრმე სადაც შეიძლება ვეძებოთ ეს არის 1.5 – 2 მეტრი. ამბროლაურამდე გვაქვს განაწილებული სექტორები, რაც 18 სექტორს მოიცავს. სამუშაოები უშუალოდ ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს კილომეტრნახევრიან პერიმეტრზე სტიქიის ეპიცენტრიდან“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 27 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 6 პირთან დაკავშირებით.
,,ზესტაფონთან გვირაბების გაყვანა ყველა დადგენილი პარამეტრის დაცვით მიმდინარეობს,,-ასე ეხმაურება საავტომობილო გზების დეპარტამენტი სოფელ ფუთის მოსახლეობის დღევანდელ აქციას.სოფლის მაცხოვრებლები როკოთის საავტომობილო გზის გვირაბის მშენებლობას აპროტესტებენ და მათი კერძო საკუთრების დაზოანებაზე საუბრობენ.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრმა ლიეტუვაში წარმატება მოიპოვა. ბაღდათის სახალხო თეატრის დასმა, ლიეტუვაში - კაიშადორისის კულტურის…
სამშაბათი აპრილი 30
In კულტურასაქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. დოკუმენტის თანახმად,…
სამშაბათი აპრილი 30
In საზოგადოება2 მაისს, „ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ დღესასწაულის ფარგლებში, ქუთაისის მერიის ორგანიზებით დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობების ჩატარება. ღონისძიებების შეუფერხებლად…
ორშაბათი აპრილი 29
In საზოგადოება2 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან…
ორშაბათი აპრილი 29
In საზოგადოებადღრს ქუთაისში,ცენტრალურ მოედანზე რუსული კანონის გასაპროტესტებლად აქცია-კონცერტი იგეგმება.საპროტესტო ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება. , ,ქართველი ხალხის…
ორშაბათი აპრილი 29
In საზოგადოებასაქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. დოკუმენტის თანახმად,…
სამშაბათი აპრილი 30
In საზოგადოება2 მაისს, „ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ დღესასწაულის ფარგლებში, ქუთაისის მერიის ორგანიზებით დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობების ჩატარება. ღონისძიებების შეუფერხებლად…
ორშაბათი აპრილი 29
In საზოგადოება2 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან…
ორშაბათი აპრილი 29
In საზოგადოებადღრს ქუთაისში,ცენტრალურ მოედანზე რუსული კანონის გასაპროტესტებლად აქცია-კონცერტი იგეგმება.საპროტესტო ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება. , ,ქართველი ხალხის…
ორშაბათი აპრილი 29
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, იმერეთის,…
შაბათი აპრილი 27
In საზოგადოება