ჭიათურის სამგზავრო ბაქანსა და მოსაცდელ პავილიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია,,ბინი,, შეასრულებს.
ჭიათურის სამგზავრო ბაქანსა და მოსაცდელ პავილიონს რეკონსტრუქცია „საქართველოს რკინიგზის“ დაკვეთით ჩაუტარდება.
პროექტის მიხედვით, დაგეგმილია არსებული მოსაცდელი შენობის დემონტაჟი და ახალი დაბალი ბაქნის მოწყობა. ბაქნის გვერდითი კედლების მშენებლობა მონოლითური რკინა-ბეტონით განხორციელდება, რის შემდეგაც დაიგება სავალი ნაწილი. დამატებით მოეწყობა საყრდენი კედლები და კიბეები, რაც უზრუნველყოფს ტერიტორიიდან ბაქანზე უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. ასევე, დაგეგმილია ახალი განათების ბოძების დამონტაჟება.
