ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო სტაჟირების სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობს.
სტაჟირების პერიოდში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, ასევე კურსდამთავრებულები საჯარო უწყებაში მუშაობის პრინციპებს ეცნობიან.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟიორთა მიღების კონკურსი 2025 წლის სექტემბერში გამოცხადდა. სამთვიანი სახელმწიფო პროგრამების სტაჟირება, ქუთაისის აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა საგანმანათლებლო პროგრამის დამამთვარებელი კურსის სტუდენტმა ნინი მარგველაშვილმა გაიარა.
სამთვიანი სასწავლო პროცესის განმავლობაში, სტაჟიორი, საკრებულოს აპარატის უფროსისგან, იურიდიულ და ასევე ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებისგან მოისმინა და გაეცნო საჯარო მმართველობის მუშაობის პრინციპებსა და სახელმწიფო პროგრამებს.
ნინი მარგველაშვილს სტაჟირების დამადასტურებელი სერტიფიკატი ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გურამ კიკნაველიძემ გადასცა და წარმატებები უსურვა.
