- საზოგადოება
- გადასვლები: 284
სიმართლე ვერ აიკრძალება-რიონის ხეობის გადარჩენისთვის წევრები ქუთაისში შეკრებას აანონსებენ
,,ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია მიმდინარე მოვლენებზე, თუმცა ვფიქრობთ, დროა ყველა ერთად შევიკრიბოთ; ვფიქრობთ, აუცილებელია საჯაროდ ვთქვათ ჩვენი სათქმელი,,-ამ განცხადებით მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის,, წარმომადგენლები მხარდამჭერებს მიმართავენ.
ისინი შაბათს, 22 თებერვალს, 14:00 საათზე, ქუთაისში, ბალახვანში, ასსაფეხურიან კიბეებთან შეკრებას აანონსებენ.
,,ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენ, თქვენთან ერთად, შევძელით ნამოხვანში, რაჭაში, ლეჩხუმში მნიშვნელოვანი გამარჯვებების მიღწევა. მიუხედავად არაერთი წინააღმდეგობისა, პროტესტის მშვიდობიანმა, კანონმორჩილმა ხასიათმა და ჩვენმა ერთობამ განაპირობა სახალხო პროტესტების სამი წარმატებული შედეგი, თუმცა ბოლო დროს კანონმდებლობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით იმდენად დამძიმდა, რომ პროტესტის ფორმები, რასაც ჩვენ აქამდე მივმართავდით, სისხლის სამართლით დასჯად დანაშაულად იქცა. ამ საკანონმდებლო ცვლილებებით გამართლდა და დაკანონდა მძიმე რეპრესიები, რაც თითქმის ორი წლის წინ დაიწყო, ბოლო თვეების განმავლობაში კი განსაკუთრებულ მასშტაბს მიაღწია.
ასეთ ვითარებაში შეუძლებელი ხდება პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა, აღარ რჩება მნიშვნელოვან საკითხებში ჩვენი საერთო, სახალხო მონაწილეობის თეორიული შესაძლებლობაც კი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ადამიანები ახლაც იბრძვიან თავიანთი სოფლის, მიწა-წყლის დასაცავად, არაერთი უსამართლობის წინააღმდეგ. ვიცით, დღეს თუ ხვალ ჩვენც მოგვიწევს დავიცვათ, რისთვისაც ვიბრძოდით, დაკანონებული რეპრესია კი ყველას ერთად გვემუქრება.,,-მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის,,