დღეიდან ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში სპეციალური კარავი დაიდგა, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირება უფასოდ გაუკეთდებათ
სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში განმარტავს, თუ ვის შეუძლია პისიარ ტესტირების გაკეთება.
,,ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ იმ ადამიანებზე, რომლიც იმყოფებოდნენ აჭარაში, მათ შორის იმ პედაგოგებზე, რომლებიც ისვენებდნე აჭარაში.იცით რომ სწავლა უნდა დაიწყოს და გვინდა რომ სწავლის დაწყებისთვის ყველა პედაგოგი იყოს გატესტილი და ვიცოდეთ ასი პროცენტით, რომ არც ერთ მათგანს არ აქვს კოვიდ ინფექცია.ასევე ტესტის გაკეთება შეუძია შემდგომ ყველა ის ადამიანს, ვინც შეიძლება ჩათვალოს რომ აქვს სიმპტომები,,-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ
სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ ქუთაისში არსებული სიტუაციაც შეაფასა.
,,რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, ზოგადად იმერეთში ჩვენ მხოლოდ ქუთაისში გვაქვს საყურადღებო მდგომარეობა, 28 ადამიანია ინფიცირებული, კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს, ნაწილის უკვე მთლიანად შესწავლილია და ეს ადამიანები ზოგი თვითიზოლაციაშია და ზოგი კარანტინში.სამწუხაროდ არის ისეთი ერთეული შემთხვევებიც, როცა წყარო არის უცნობი.რაც შეეხება მერიის თანამშრომელს, კერძოდ ააიპის თანამშრომელს,მისი კონტაქტებიც ვიცით, და მათი კვლევაც განხორცილედა, ძირითადი ნაწილის, და არის უარყოფითი პასუხი,,-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ