ორგანიზაციის შექმნის მიზანს სამედიცინო სფეროში დასაქმებულებთან მუშაობა და მათთვის შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხების გაცნობა წარმოადგენს. მედიცინის მუშაკთა პროფკავშირული ორგანიზაცია ასევე იზრუნებს, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გაცვლით პროგრამებში ჩართონ.
მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირი ქვეყნის მასშტაბით 6000-მდე წევრს აერთიანებს.