საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 152-ით გაიზარდა და 2227 გახდა. 90 აუკავშირდება აჭარას, 15 ქუთაისის 32-ე სკოლის შემთხვევაა, 15 -„ენგურჰესის“ , 17 დაავადებულთან კონტაქტი, 4 არის შემოტანილი და 11-ის დაინფიცირებიოს წყარო უცნობია.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 2025 პისიარ ტესტი ჩატარდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს,ვირუსი კიდევ 6-მა ადამიანმა დაამარცხა . შესაბამისად, მათ რაოდენობა 1369-ს შეადგენს.