სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფი ძველი პრობლემების ადვოკატირების პარალელურად ახალი პრობლემების იდენთიფიცირებასაც ახდენს. ჯგუფის წევრებმა რამდენიმე პრობლემას შორის ყველაზე აქტუალური შეარჩიეს: ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაბზარულია ღია აივანი და სახიფათო სიტუაციას ქმნის. საკითხზე უკვე დაიწყო მოკვლევა. შეგროვდა ფოტო და ვიდეომასალები, გროვდება ხელმოწერები. პრობლემაზე მუშაობა ადვოკატირების გეგმის მიხედვით გაგრძელდება: შეგროვებული ფოტო-მასალებით და ხელმოწერებით ჯგუფის წევრები თვითმმართველობასთან შეხვედრას გეგმავენ.
- გენდერი
- გადასვლები: 234