27 ივნისს ჩატარდა ტრენინგი ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებისთვის თემაზე: „ადვოკატირება მტკიცებულებების საფუძველზე“, რომელსაც ესწრებოდნენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის წარმომადგენლები 10 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან.
ტრენინგი მიზნად ისახავდა მტკიცებულებებზე დამყარებული ადვოკატირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განმტკიცებას. განსაკუთრებული აქცენტები დაისვა პრობლემების გამოკვეთასა და რანჟირების საკითხზე, ასევე, დეტალური ინფორმაცია მტკიცებულებებზე დაყრდნობილი ადვოკატირების არსის, ეტაპების, განხორციელების ფორმების შესახებ.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე ემსჯელათ ადვოკატირების პროცესის ჯეროვნად ჩატარების შემაფერხებელ ფაქტორებზე, განესაზღვრათ სამიზნე ჯგუფები და დაინტერესებულ მხარეები.
„ტრენინგში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო ქალთა მხარდაჭერის ცენტრის წარმომადგენლებისთვის, რადგანაც ისინი პროექტის ფარგლებში აქტიურად არიან ჩართულები ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირების, ადგილობრივი პრობლემების ადვოკატირების პროცესში,“ - განცხადა ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა ხათუნა გოგუამ