სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ონლაინ შეხვედრაზე პრობლემების ადვოკატირების დინამიკა შეაფასეს. აღინიშნა, რომ ჯგუფის წევრები მუდმივად არიან ჩართული ადვოკატირების პროცესში, რადგან აქტიური ჩართულობა განსაზღვრავს პოზიტიურ შედეგს.
ივლისის თვეში ქალთა საინიციატივო ჯგუფის მუშაობის სტრატეგიაში პრიორიტეტები შეიცვალა. ძლიერი წვიმის შედეგად დევნილთა დასახლებაში ახალი პრობლემები გაჩნდა, რაც მათ სამოქმედო გეგმაში აისახა.
სიტუაციის შეფასების მიზნით შეაგროვდა ინფორმაციები, ფოტო და ვიდეომასალები, კომუნიკაცია შედგა პასუხისმგებელ პირებთან.
ადვოკატირების პროცესში თვითმმართველობა აქტიურად არის ჩართული, იგეგმება სამინისტროების ჩართვა ამ პროცესში, რათა სტიქიის შედეგად გაჩენილი პრობლემები დროულად მოგვარდეს.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის - “ქალები და ახალგაზრდები მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის" (UN WOMEN) - ფარგლებში