- ეკონომიკა
- გადასვლები: 538
2024 წელს ქუთაისის აეროპორტი არსებობის მანძილზე ყველაზე მეტ მგზავრს მოემსახურა
გასულ წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის ისტორიული მაჩვენებელი დაფიქსირდა -7 მილიონ 400 ათასზე მეტი მგზავრი.
გასულ წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის ისტორიული მაჩვენებელი დაფიქსირდა -7 მილიონ 400 ათასზე მეტი მგზავრი.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე დროებითი მართვის რეჟიმი იმოქმედებს - სრულად გაითიშება საწარმოო სიმძლავრეები და შეჩერდება ფეროშენადნობების წარმოების პროცესი.
კომპანია,,ჯორჯიან მანგანეზის,,მიერ გავრცელებული ინფორმაციით,ისინი თანამშრომლებს ხელფასის 60%-ს გადაუხდიათ და საოჯახო სადაზღვევო პაკეტს შეუნარჩუნებენ. თანამშრომლების ის ნაწილი კი, რომლებიც მიმდინარე და დაგეგმილ კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებში ჩაერთვებიან, ხელფასის 100%-ს მიიღებენ.
კომპანიის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი მსოფლიო ბაზარზე სილიკომანგანუმის ფასების მკვეთრი ვარდნა და მოთხოვნის შემცირება გახდა, რაც უკვე ორი წელია გრძელდება. გართულებულ პირობებს კი თან დაერთო მადნის დეფიციტი.
,,ჩვენმა კონტრაქტორმა ჭიათურა მენჯმენტ კომპანიმ, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, 8 თვის განმავლობაში, მაღაროების პიკეტირების გამო, ვერ უზრუნველყო ქარხნის მადნით მომარაგება. 12-დან 7 მაღაროს პარალიზებით ჭიათურაში მადნის მოპოვება 70%-ით შემცირდა.
ფეროშენადნობების მსოფლიო ბაზარზე შექმნილი კრიზისის გამო, სილიკომანგანუმის წარმოება ჯერ კიდევ 2 ოქტომბრიდან შევამცირეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ჩვენს მთავარ საექსპორტო ბაზარზე აშშ-ში აღარ მომხდარა ფეროშენადნობების რეალიზაცია.
მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ვიმედოვნებთ, რომ გლობალურ ბაზრებზე მდგომარეობა მალე გამოსწორდება და შევძლებთ სამუშაო პროცესის დათქმულ ვადაზე ადრე აღდგენას.,,-კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზი,,
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო
პირველ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები, ხოლო შემდეგ დაიწყება მიწის საექსკავაციო პროცესი. 240 მლნ-ლარიან პროექტს სამშენებლო კომპანია „ანაგი" ახორციელებს. რისი დასრულების შემდეგაც, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იქნება ერთადერთი აეროპორტი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.
საქართველოს აეროპორტების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს, აჰმედ ალნუაიმის უმასპინძლა.
ირაკლი ქარქაშაძემ ელჩს, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის ტერმინალი, სანავიგაციო კოშკურა დაათვალიერებინა და აეროპორტის მუშაობის სპეციფიკა დეტალურად გააცნო. ასევე, ისაუბრეს აბუ-დაბი-ქუთაისი-აბუ-დაბის მიმართულებაზე, რომლის სიხშირეებიც ნოემბრიდან გაიზრდება.
ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტით, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით აკავშირებს და აბუ-დაბის მიმართულება გადაყვანილი მგზავრების კუთხით, პირველ ადგილზეა.
აბუ-დაბი-ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები ყოველდღიურად ხორციელდება, ზამთრის სეზონზე კი რეისები ქუთაისიდან აბუ- დაბის მიმართულებით გაიზრდება და კვირაში 10 სიხშირით შესრულდება.
2024 წლის 9 თვის მონაცემებით, აბუ-დაბი-ქუთაისი-აბუ-დაბის მიმართულებით ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi-მა 115 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.
6 მილიონი მგზავრი 2012 წლიდან დღემდე - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz Air-ი გადაყვანილი მგზავრების რეკორდულ რაოდენობას აღნიშნავს.
დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში Wizz Air-ი 2012 წელს, ოპერირების დაწყებიდან დღემდე, 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ცოტა ხნის წინ, ვენიდან ქუთაისის აეროპორტში ბორტი დაეშვა, რომელზეც Wizz Air-ის იღბლიანი მეექვსე მემილიონე მგზავრი იმყოფებოდა. ის საქართველოს მოქალაქე, 19 წლის სტუდენტი, ანა მაჭავარიანი აღმოჩნდა.
ავიაკომპანიის მე-6 მემილიონე მგზავრს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ სიმბოლური საჩუქარი - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბრინჯაოს მაკეტი გადასცა.
იღბლიანმა მგზავრმა ავიაკომპანიის წარმომადგენლებისგან 200 ევროს ღირებულების ვაუჩერი მიიღო, რომლითაც გაფრენას 1 წლის განმავლობაში ნებისმიერი მიმართულებით შეძლებს.
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. 2024 წლის 7 თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი თითქმის მილიონამდე მგზავრს მოემსახურა
გასული თვე ისტორიული მაქსიმუმი იყო თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებისთვის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ივლისში 519,275 მგზავრს მოემსახურა.
ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა 147,584 მგზავრი გადაიყვანა.
ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია 13 წლიდან -17 წლამდე ასაკის მოსწავლეთათვის, დაბა ბაკურიანში, საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის…
პარასკევი ივლისი 03
In საზოგადოება3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი.…
პარასკევი ივლისი 03
In საზოგადოებაერთიანი ეროვნული გამოცდები კვლავ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება. პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე…
პარასკევი ივლისი 03
In განათლებასაერთაშორისო თეატრალური ფესტივალის "თეატრალური იმერეთი“ დახურვის ცერემონია ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. „თეატრალური იმერეთი“…
ხუთშაბათი ივლისი 02
In კულტურაა(ა)იპ “ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის” მონიტორინგის ჯგუფი რეგულარულად ახდენს ქალაქში სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უნებართვოდ განთავსების…
ხუთშაბათი ივლისი 02
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, პირველ მოადგილე პაატა ბუცხრიკიძესთან, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და…
პარასკევი ივნისი 26
In პოლიტიკაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძემ, სამუშაო ჯგუფთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის…
სამშაბათი მარტი 10
In პოლიტიკასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სანქციები, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ორ ქართულ ტელევიზიას დაუწესა, სატელევიზიო დებატების ჩაშლას…
შაბათი თებერვალი 28
In პოლიტიკამთლიანობაში რომ შევხედოთ მონაცემებს, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა, რეალურად ამ მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 14…
სამშაბათი თებერვალი 24
In პოლიტიკაბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.ბიუჯეტი საკრებულოს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის…
პარასკევი დეკემბერი 26
In პოლიტიკა