რუსული ავიაკომპანია Azimuth-ი რუსეთთან პირდაპირ რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეასრულებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებაზე ფრენები 2 ივლისს დაიწყება და 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება. რეისები კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათს და პარასკევს შესრულდება.
Azimuth-ი უკვე ასრულებს რეისებს თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან.
გასულ წელს, 4-წლიანი შეზღუდვის შემდეგ, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგა. საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება ორმა რუსულმა ავიაკომპანიამ, Azimuth-მა და Red Wings-მა დაიწყო.