დასავლეთ საქართველოში არსებული დიდთოვლობის და უამინდობის, ასევე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ცუდი ხილვადობის გამო, აბუ-დაბი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო. მოგვიანებით ცარიელი ბორტი ქუთაისის აეროპორტში დაჯდა და რეისს დღეს, 18:00-ზე შეასრულებს. აღნიშნული რეისის ყველა მგზავრი სასტუმროში იქნება დაბინავებული.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან „შატლ ბასების“ მოძრაობა ქალაქის მიმართულებით 13:00 საათიდან აღდგება. ხოლო ორივე მიმართულებით მოძრაობა კი 15:00 საათიდან განახლდება.
,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხორციელდება საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ყველა პროცედურა. ასევე, სპეციალური მოყინვის საწინააღმდეგო სითხით მუშავდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები.