ქუთაისში, კომპანიამ „ვათაგი“ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით,“ სამაცივრე მეურნეობა მოაწყო
ქუთაისში, კომპანიამ „ვათაგი“ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით,“ სამაცივრე მეურნეობა მოაწყო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, რძეზე, ყველზე, კვერცხზე, პურსა და პურპროდუქტებზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ზეთსა და ცხიმზე ფასები შემცირდა.
ამასთან, როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფასები წინა თვესთან შედარებით, თევზზე და ასევე, სატრანსპორტო მომსახურებაზე, წყალზე, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფში კი გაიზარდა.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა 3.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -1.08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-19.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-4.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-2.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-1.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.6 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა თევზეულზე (3.3 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.5 პროცენტით, რაც 0.17 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.8 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.8 პროცენტიანი მატება, რაც თვის ინფლაციაზე 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.0 პროცენტი) და ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (1.3 პროცენტი)“, - ნათქვამია ინფორმაციაში
ამასთან, რაც შეეხება წლიური ინფლაციის ფორმირებას, მასზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ რამდენიმე ჯგუფზე.
„სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - ამ ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.7 პროცენტით, რაც 0.89 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (27.9 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (10.7 პროცენტი), სხვა სახის მომსახურება (91.0 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.4 პროცენტით, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (9.1 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმის (5.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 11.6 პროცენტით, რაც -1.45 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-18.4 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.0 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (5.9 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.9 პროცენტიანი კლება, რაც -0.67 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-17.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (12.5 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (6.6 პროცენტი)“. - ნათქვამია ინფორმაციაში.
ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ალმათიდან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო.
სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს დასაქმებულთა რაოდენობამ 1,283.7 ათასი შეადგინა.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, დასაქმების ხელშეწყობის სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შედეგად, 2022 წელს დასაქმდა სამუშაოს 12 645 მაძიებელი, 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი 3 815.
„2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა აისახა შრომის ბაზრის პოზიტიურ ტენდენციებზე. 2022 წელს უმუშევრობის დონე, წინა წელთან შედარებით, 3.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ისტორიული მინიმუმს − 17.3%-ს გაუტოლდა. უმუშევართა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 48.3 ათასი ადამიანით შემცირდა და 267.9 ათასი შეადგინა. დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელს მნიშვნელოვნად − 66.3 ათასით გაიზარდა და 1,283.7 ათასი შეადგინა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შედეგად, 2022 წელს დასაქმდა 12 645 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის, 8811 პირი სოციალურად დაუცველია. ხოლო 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით − 3 815, საიდანაც 3600 სოციალურად დაუცველი მოსარგებლეა. პროფესიული გადამზადება აირჩია 609 პირმა”, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში.
გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, იპოთეკური სესხების თანადაფინანსების პროგრამაში ჩაერთო 2,245 იპოთეკური სესხი, რომელთა ჯამური მოცულობა 256.4 მლნ ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტს უკვე წარედგინა. ანგარიში 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.
პრემიერი პარლამენტს ანგარიშს 30 ივნისს პირადად გააცნობს.
მადრიდი, ბრიუსელი, ფრანკფურტი, ჰამბურგი და პოზნანი- ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი მიმართულებით ფრენა იწყება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2023 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.3 პროცენტით განისაზღვრა.
როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2023 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ვაჭრობა.
მათივე ინფორმაციით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავი ქონების სექტორებში.
ქუთაისელი მოკრივე დავით მხეცაძე ევროპის პრიზიორია. დავით მხეცაძემ (80კგ). 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი…
ხუთშაბათი აგვისტო 20
In სპორტიგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. …
ხუთშაბათი აგვისტო 20
In საზოგადოებამართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის. რელიგიური…
ოთხშაბათი აგვისტო 19
In რელიგიასურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა პესტიციდების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს. ინდივიდუალური მეწარმე კ. გ.…
სამშაბათი აგვისტო 18
In საზოგადოებაუახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად. ქ. თბილისში შესაძლოა…
სამშაბათი აგვისტო 18
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, პირველ მოადგილე პაატა ბუცხრიკიძესთან, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და…
პარასკევი ივნისი 26
In პოლიტიკაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძემ, სამუშაო ჯგუფთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის…
სამშაბათი მარტი 10
In პოლიტიკასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სანქციები, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ორ ქართულ ტელევიზიას დაუწესა, სატელევიზიო დებატების ჩაშლას…
შაბათი თებერვალი 28
In პოლიტიკამთლიანობაში რომ შევხედოთ მონაცემებს, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა, რეალურად ამ მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 14…
სამშაბათი თებერვალი 24
In პოლიტიკაბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.ბიუჯეტი საკრებულოს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის…
პარასკევი დეკემბერი 26
In პოლიტიკა