სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში, წყალტუბოსა და თერჯოლაში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა
იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირების დ. დ-ის (ვანი, სოფელი ციხესულორი), ზ. ხ-ის (ვანი, ტაბიძის ქუჩის მიმდებარე), ჰ. ა-ის (თერჯოლა, სოფელი კვახჭირი) და ა. ც-ის (თერჯოლა, სოფელი ქვედა სიმონეთი) ყველის საწარმოები შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორები ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდნენ.
ამავდროულად, ობიექტებზე აღმოჩნდა კრიტიკული შეუსაბამობები და ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული ყველი, რომელიც შემდგომი განადგურების მიზნით დაილუქა.
კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ფიზიკური პირის მ. ქ-ის (წყალტუბო, სოფელი ქვიტირი) საწარმოშიც. ბიზნესოპერატორი რძის პროდუქტებს აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა; დარღვეული იყო ასევე ტექნოლოგიური პროცესი და ეტიკეტირების წესი. ობიექტები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, სამართალდარღვევის 25 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 21 ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, მათ შორის, უკანონო მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას უკავშირდება.
გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 65 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც ეროვნული სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 4 სამრთალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის, 3 - სამცხე-ჯავახეთის, 1 - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, 3 - ქვემო ქართლის, 4 -გურიის, 2 - კახეთის, 1 - მცხეთა-მთიანეთის და 3 - შიდა ქართლის რეგიონებში.
ამასთან, გამოვლინდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 4 ფაქტი სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში.
მიმდინარე წლის პირველი რვა თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 464 ფაქტი გამოავლინეს.
ფოტო პირობითია.