შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთი კვირის განმავლობაში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 11 პირი.
დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ავტომანქანების და საკარმიდამო ეზოს ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, პისტოლეტები, რევოლვერები, სანადირო თოფი, მჭიდები, ვაზნები და ასევე, ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე, 236-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, მერის მოადგილეებთან, საკრებულოს დეპუტატებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში, შინდისში გმირულად დაღუპული ფელიქს კაკაურიძის და ზვიად კაცაძის ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს.
დღესვე ყვავილებით შეამკეს, ქალაქ ბაღდათში და დიმში ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალები.
2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წელი შესრულდა. ეს პერიოდი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ- ერთი ტრაგიკული თარიღია.