48 წლის ქუთაისელი ლია ასკურავა პირველი შვილის დედა გახდა. ქალბატონი უშვილობის 15 წელი ებრძოდა.
9 თვის მანძილზე პაციენტის ორსულობა კლინიკა ,,ბომონდის ,, მეან-გინეკოლოგმა, რეპროდუქტოლოგმა თეონა ლორთქიფანიძემ მართა.
პატარა სესილი სინატაშვილი დედასთან ერთად ბინაზე უკვე გაეწერა.
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოსლევის სატყეო უბანზე, წითელი ნუსხით დაცული - წაბლის სახეობის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.
ადგილობრივმა სამართალდამღრვევმა 4 კუბური მეტრი პირველი ხარისხის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზაინის დაანგარიშება. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის-სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყენაში, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია ზესტაფონის საქმიან ეზოში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან, მოსამართლეების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, საპროტესტო აქცია ისევ იმართება.
მოქალაქეები,ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები ერთხმად სკანდირებენ: ,,თავისუფლება მზიას,, ,,ცეცხლი ოლიგარქიას,, ,,რუსი ასამართლებს მზიას,,.
დღევანდელ პროცესს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.
,,დღეს არავის არ ქონდა ის მოლოდინი, რომ ამ რეპრესიულ რეჟიმში სასამართლო იქნებოდა სამართლიანი. ჩემი სრული პატივისცემა მზიას,რომელმაც დღესაც გვიჩვენა ღირსება, მხნეობა, შემართება და დარწმუნებული ვარ,ასე გაივლის ამ ძალიან მძიმე დროს,,-სალომე ზურაბიშვილი.
ფოტო სქრინი -ტელეკომპანია ,,მეგატვ-ის,, ლაივიდან.
ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლეებმა განაჩენი- 2 წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვეს.
საქმეს სამი მოსამართლე განიხილავდა- ნიკოლოზ მარგველაშვილი (მომხსენებელი ), მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე.
მზია ამაღლობელის ადვოკატები ჟურნალისტის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა პროკურატურაც . ისინი სასჯელის გამკაცრებას და პატიმრობას 4-დან 7 წლამდე ვადით ითხოვდნენ.
დღეს, 18 ნოემბერს, 13:00 საათზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება.
მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო საჩივრით მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და გათავისუფლებას ითხოვენ.
თავის მხრივ, სააპელაციო საჩივარი აქვს შეტანილი პროკურატურასაც და მზია ამაღლობელსათვის ბრალისა და სასჯელის დამძიმებას ითხოვს.
ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 10 თვეა პატიმარია.მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ქუთაისში, რუას ქუჩის I ჩიხში საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ქუთაისის მერი დავით…
ხუთშაბათი ნოემბერი 20
In საზოგადოებასამშაბათს, 25 ნოემბერს, ჭიათურელი მაღაროელების 270-დღიანი უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბებიან. აქცია…
ხუთშაბათი ნოემბერი 20
In საზოგადოებასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო…
ოთხშაბათი ნოემბერი 19
In საზოგადოება48 წლის ქუთაისელი ლია ასკურავა პირველი შვილის დედა გახდა. ქალბატონი უშვილობის 15 წელი ებრძოდა. 9…
ოთხშაბათი ნოემბერი 19
In საზოგადოებაიმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოსლევის სატყეო უბანზე, წითელი ნუსხით დაცული - წაბლის…
ოთხშაბათი ნოემბერი 19
In საზოგადოება