დღეიდან, 70 წელს ზემოთ პენსიონერებს პენსია 30 ლარით გაეზრდებათ და 250 ლარს მიაღწევს.
გარდა ამისა, მთავრობის მიერ რამდენიმე თვის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, იზრდება მაღალმთიან სოფლად მცხოვრები პენსიონერების პენსიაც და ის 300 ლარით განისაზღვრება.
პენსიების ზრდა 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტით არის გათვალისწინებული, რომელზეც ფინანსთა სამინისტრომ და სხვა ეკონომიკურმა უწყებამ იმუშავა.
სოფელ კურსების მცხოვრები, მარიამ ბეროძე სოფლის მოსახლეობისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს .
,,27-ე დღე კურსების მეწყერიდან, მშრალად.
ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები მოვიდნენ, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად და გამომწვევ მიზეზებზე გვესაუბრნენ:
1. ტერიტორიის მორფოლოგიური პირობები, გეოლოგიური აგებულება და ტექტონიკა, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ეროზიულ-მეწყრული პროცესების განსავითარებლად.
2. ამგები ქანების ინტენსიური დანაწილება და მათი ჭარბი გაწყლოვანება გრუნტის და ზედაპირული წყლებით.
3. მეწყერის ჩასახვა-განვითარებაში მნიშვნელოვანი და შესაძლოა, გადამწყვეტი როლი ითამაშა უბნის ჰიდროგეოლოგიურმა პირობებმა. გრუნტის წყლების ძველი და ახალი გამოსვლებია დაფიქსირებული.
4. არ გამორიცხავენ სეისმურ ბიძგებს, და უხვ ნალექს.
სულ ესაა.
ამის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავედით, რომელმაც აბსოლუტურად დაკარგა კონტროლი და განუკითხაობა დაიწყო. მაგრამ მაგასაც ვაჯამებ:
1. ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზის აღდგენაზე უარია, გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ მეწყერი ისევ საშიშია ამ გზაზე და ფიზიკურად, იქ ვერაფერი გაკეთდება.
2. სტიქიის ზონაში 59 სახლიდან 20 დანგრეული, 15 დეფორმირებული, დანარჩენები მნიშვნელოვნად დაზიანებული არაა. თუმცა მეწყერის გააქტიურების რისკი ისევ მაღალია და იქ ცხოვრება არ შეიძლება.
3. ანაზღაურების ნაწილში სიახლე ისაა, რომ ეკომიგრანტები ვართ, თუმცა ჯერ მუშაობენ ამ საკითხზე და ჯერ არ გადაწყვეტილა, 30 000 ლარს მოგვცემენ თუ რა თანხებზეა საუბარი.
ჯერჯერობით ყველაზე ბუნდოვანი საკითხი ესაა.
4. დოკუმენტი, რითიც დასტურდება, რომ მე-19 საუკუნეში სოფელი დაცარიელდა 1 ადამიანის ნათქვამია, რომელსაც ანონიმურად ინახავენ. თუმცა დანარჩენი ყველა ოჯახი ამბობს, რომ სოფელი არასდროს დაცარიელებულა.,,-მარიამ ბეროძე.