შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქეები - 2004 წელს დაბადებული ო.ა. და 1998 წელს დაბადებული ო.ა. დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, 184 შეკვრად დაფასოებული „მეტადონი“ ამოიღეს.
ასევე, პოლიციის მიერ ბრალდებულების მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და წებოვანი ლენტები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ და მისმა პარტნიორმა — „ჭიათურა მენეჯმენტმა“ — 2,000 ადამიანი სამსახურიდან დაითხოვა.
აღნიშნულს ის მაღაროელები ეხმაურებიან,რომლებიც ჭიათურაში უწყვეტი პროტესტის მონაწილეები არიან.მათი ნაწილი შიმშილობს,ხო პროტესტის მონაწილე 4 ადამიანი დაკავებულია.მათი პროცეს 1 აგვისტოს გაიმართება.
,,149 დღეა, საპროტესტო კარავი დგას ჭიათურის ცენტრში. ამ კარავში ვართ ხალხი, რომელიც წინასწარმეტყველებასავით ჯერ კიდევ 1 ნოემბრიდან ვსაუბრობდით იმ სცენარზე, რაც ზედმიწევნით ახდა. მოსმენას და მხარდაჭერას ვითხოვდით, მაგრამ სანამ ხელფასის დანაკლისი არ იგრძენით, თავი არ შეიწუხეთ პროტესტის გამოსახატად. ახლა რას შვებით?
რომ ვიძახდით: „არ მოაწეროთ ხელი უკანონო რეორგანიზაციას, ეს რეორგანიზაცია არ ემსახურება მშრომელების დასაქმებას“ — ხომ მიხვდით ახლა? ხელი მოაწერეთ და დასაქმების მაგივრად კომპანია საბოლოოდ რომ გემშვიდობებათ, რას აპირებთ? თქვენს ქალაქში თქვენი ადგილი რომ აღარ რჩება?
და მიზერული კომპენსაციის საფუძველზე რომ ასრულებთ 10-ობით წლიან სტაჟს, ყოველგვარი დაფასების გარეშე — ან ის ხალხი, როგორ გრძნობთ თავს გვერდში, ის ხალხი რომ აღარ არიან, ვის გვერდითაც წლები გიმუშავიათ? ჭირი თუ ლხინი რომ გაგიზიარებიათ? ვის გვერდითაც ერთხელ მაინც სიკვდილისთვის თვალებში ჩაგიხედავთ?
ნუთუ სინდისი არ გაწუხებთ?
ისინი სახლში რომ სხედან, ან ქალაქის და ქვეყნის დატოვება რომ უწევთ?
ასე გვასწავლეს წინაპრებმა? მეგობრები გაჭირვებაში მიატოვეთო? ამას გვასწავლის ქრისტიანობა?
ამ მაგალითით გინდათ აღზარდოთ თქვენი შვილები?
მერე სუფრასთან ძმობისა და მეგობრობის, სამშობლოს სიყვარულისა და ერთობის სადღეგრძელო ყანწებით უნდა შესვათ?
სხვას რომ გაუჭირდა, ის რომ დაივიწყე, გგონიათ პირად კეთილდღეობას მპიჭობთ? სხვის ხარჯზე დაფუძნებული პირადი კეთილდღეობა ეშმაკისეულია და ვერ იძლევა ტკბილ ნაყოფს.
4 ადამიანი — ზუსტად იმ კომპანიის სცენარის მიხედვით — სრულიად უსამართლოდ ციხეში რომ ზიან, ნუთუ სინდისი არავის გაწუხებთ?
ის დაგავიწყდათ, ვისის დამსახურებით დაიწყეთ მუშაობა?
„მეგობარი გაჭირვებაში მიატოვეო“ — ეგ ვინ გასწავლათ?,,-წერს ,,მაღაროელი,,.