მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს - 21 ნოემბერს ჩატარდება და მასში მაჟორიტარობის ის ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, ვინც პირველ ტურში სხვებზე მეტ ხმას მოიპოვებს.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით არსებული 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური გაიმართება თბილისის 8-ვე ოლქში, ასევე რეგიონების 6 ოლქში,მათ შორის ქუთაისშიც.
პარლამენტში 150 დეპუტატს შორის 120 პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით არჩეული იქნება.
ქუთაისის 59 საოლქო საარჩევნო კომისიამ 130 -ვე უბნის ხმა დათვალა. ამ წუთებში ოლქების მონაცემების დაჯამება მიმდინარეობს და პარალელურად ცესკოს გვერდზე იტვირთება. წინასწარი მონაცემებით, პარტია ქართულმა ოცნებამ 41,58%, ნაციონალურმა მოძრაობამ 29,72 პროცენტი აიღო. გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი 6,65%, ევროპული საქართველო 3,81, გირჩი 3,09; ლელო - 2,99, პატრიოტთა ალიანსი - 2,52 ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები - 1,17. რაც შეეხება მაჟორიტარებს, ამ მონაცემებით ქუთაისში მეორე ტური იქნება . ,,ქართული ოცნების,, მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ 40,51%, ხოლო ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 36,14 % აიღო. მერობის კანდიდატებს შორის კი ხმები ასე გადანაწილდა - ,,ქართული ოცნებიდან ,, იოსებ ხახალეიშვილმა 46,10% აიღო, ,,ნაციონალური მოძრაობიდან,,გრიგოლ შუშანიამ კი 31,47%.