- პოლიტიკა
- გადასვლები: 1304
,,პროცესი ხელოვნურად ყოვნდება,,-გიორგი თევდორაძე საარჩევნო უბნებთან შექმნილ რიგებზე
საარჩევნო უბნებთან ამომრჩეველთა დიდ რიგებს ოპოზიცია ხელოვნურად შექმნილ ბარიერს უწოდებს
საარჩევნო უბნებთან ამომრჩეველთა დიდ რიგებს ოპოზიცია ხელოვნურად შექმნილ ბარიერს უწოდებს
,,ლელოს,,წყალტუბო, სამტრედია ,ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თორნიკე ართქმელაძემ ხმა სამტრედიაში , 39-ე საარჩევნო უბანზე მისცა.
"უმნიშვნელოვანესია დღეს მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა დააფიქსიროს თავისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მხოლოდ ასე შევძლებთ ჩაკეტილი ორპოლუსიანი პოლიტიკური ველის გარღვევას.
საარჩევნო უბნებზე ხალხმრავლობაა.მოქალაქეები საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად რიგში დგანან.საპარლამენტო არჩევნებთან ერთად დღეს ქუთაისში ქალაქის მერის არჩევნები ტარდება.
2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 48 საერთაშორისო და 120 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია.
10 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 11154 ამომრჩეველმა დააფიქსირა , რაც 7,2 %-ია.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ხმა მე-40 საარჩევნო უბანზე მისცა.ის უბანზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.
,,ლელოს,, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხმა 66-ე საარჩევნო უბანზე მისცა.“მე ხმა მივეცი ახალ ძალას და ახალ იმედს ქართულ პოლიტიკაში. ძალას, რომელსაც თამამად მივანდობ ჩემი ქვეყნის და ჩემი შვილების დღევანდელ და ხვალინდელ დღეს.
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, გელა თუთბერიძის ინფორმაციით, ქუთაისის 130 საარჩევნო უბანზე კრნჭსიყრის პროცედურა 8 საათზე დაიწყო. უმეტეს უნბანზე მისულია პირველი ამომრჩეველი . ტექნიკური ხასიათის დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. ქუთაისში ძირითადი საარჩევნო 123 უბანია და 7 სპეც. უბანი,აქედან ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში,ხოლო დანრჩენი 6 კი ის უბნებია,სადაც კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეები მისცემენ ხმას.
ქუთაისში სულ 156275 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ქუთაისში იმერეთის მხარის ადგილობრივი ხელისუფლების, თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და მეწარმეებს სოფლის განვითარების სააგენტომ „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო…
ორშაბათი ივლისი 27
In საზოგადოებაქუთაისი–ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი გზიდან…
კვირა ივლისი 26
In საზოგადოება26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა…
კვირა ივლისი 26
In საზოგადოებასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულნი არიან შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და…
შაბათი ივლისი 25
In საზოგადოებაწყალტუბოს არანაკლებ 6 000 მაყურებელზე გათვლილი, უეფას III კატეგორიის სტადიონის პროექტირებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ…
შაბათი ივლისი 25
In სპორტი