,,ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის მერობის კანდიდატი ირაკლი კიკვაძე პოლიციის შენობაში იმყოფება
,,ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის მერობის კანდიდატი ირაკლი კიკვაძე პოლიციის შენობაში იმყოფება
27 საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. მოქალაქე ნათია ცეცხლაძე აცხადებს, რომ ამომრჩეველთა სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვა. მას განუმარტეს, რომ ის სპეც სიაში ირიცხება. ნათია ცეცხლაძის თქმით, მას სპეც სიაში ჩასმა არ მოუთხოვია. ის არის მედიკოსი და 2 დღის უკან გაიკეთა ტესტი კორონავირუსზე, რომლის პასუხიც უარყოფითი იყო.
12 საათის მონაცემებით ქუთაისში ხმა 25 391 ამომრჩეველმა მისცა,რაც 16,38 %-ია.გასულ საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობა 14,4 % იყო.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, ქუთაისის მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი 117-ე უბანზე დააფიქსირა.
,,დღეს მარიამთან ერთად უკვე ვიყავი არჩევნებზე და ხმა მივეცი ჩვენი შვილების ნათელ მომავალს, კანონს "ქუთაისის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ", პარლამენტის ქუთაისში დაბრუნებას, ჩვენი ლამაზი ქალაქის სწრაფ განვითარებას და წინსვლას.ყველა საქმე უნდა გადავდოთ და მივიდეთ არჩევნებზე. დღეს ქართველი ხალხის გამარჯვების დღეა,,-განაცხადა გიგა შუშანიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ არჩევანი 22-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა. მისი თქმით, ხმა ერის გამთლიანებას და ზიზღის დასრულებას მისცა.
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ უკვე გააკეთა არჩევანი. მან ხმა ქუთაისში, #14 საარჩევნო უბანზე მისცა .
ქუთაისი–ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი გზიდან…
კვირა ივლისი 26
In საზოგადოება26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა…
კვირა ივლისი 26
In საზოგადოებასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულნი არიან შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და…
შაბათი ივლისი 25
In საზოგადოებაწყალტუბოს არანაკლებ 6 000 მაყურებელზე გათვლილი, უეფას III კატეგორიის სტადიონის პროექტირებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ…
შაბათი ივლისი 25
In სპორტიტექნოლოგიური ჰაბი ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში გაიხსნა. ჰაბი პრემიერ-მინისტრმა გახსნა . ,,მოხარული ვარ,რომ დღეს…
პარასკევი ივლისი 24
In საზოგადოება