საიას ქუთაისის ფილიალის სადამკვირვებლო ჯგუფი სააარჩევნო პროცესს პირველ ტურში იმერთის მასშტაბით, ხოლო მეორე ტურში ქუთაისის მასშტაბით აკვირდებოდა. ორგანიზაციას მეორე ტურში ქალაქის მასშტაბით 13 მობილური ჯგუფი ყავდა. როგორც ფილიალის თავმჯდომარე ზაალ გორგიძე ამბობს, დარღვევებს ადგილი მეორე ტურშიც ჰქონდა მათ ხუთი საჩივარი საოლქო სარჩევნო კომისიის სახელზე დაწერეს.საჩივრებიდან 2 დაკმაყოფილდა, სამი არა.
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნი კომისიამ არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ,,ქართული ოცნებიდან,, ზაზა ლომინაძემ 91,92% აიღო,რაც 29 867 ამომრჩეველია. ,,ნაციონალური მოძრაობიდან,, გრიგოლ ვაშაძემ კი 8,%, 2 627 ხმა.
ქუთაისში ქალაქის მერის არჩევნებიც გაიმართა.მმართველი გუნდის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა 92% აიღო,რაც ჯამში 29 914 ხმაა.გრიგოლ შუშანიამ ,,ნაციონალური მოძრაობიდან,, კი 8%,ანუ 2 590 ხმა.
ჯამში არჩევნების მეორე ტურში 33 823 ამომრჩეველი მონაწილეობდა,რაც 21,85 %.
ოლქში დაიწერა პროცედურული ხასიათის 5 საჩივარი.საჩივრები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეიტანა.
დღევანდელ საინფორმაციო ბრიფინგზე 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მოსახლეობის აქტივობაც შეაფასა.,,ზოგადად,მეორე ტურში აქტივობა ყოველთვის დაბალია.თუ გავითვალისწინებთ,რომ ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს,და რომ ქვეყანაში პანდემიაა,შეიძლება ითქვას,რომ არ იყო ცუდი აქტივობა,.-განაცხადა ლარინა ლალიაშვილმა.