საპროტესტო აქცია მიმდინარეობს წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან. ადგილზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არიან შეკრებილები. როგორც ისინი აცხადებენ ახლა გაყალბებული არჩევნების შედეგების გაფორმება მიმდინარეობს. ასევე აქციის მონაწილეების თქმით კომისია შემაჯამებელი ოქმის დაწერას ცდილობს მაშინ, როცა საჩივრების დიდი ნაწილი ამ დრომდე სასამართლოშია ეს კი კანონდარღვევაა. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.